მსოფლიო
სამ დეკემბრამდე უნდა დამაპატიმრონ – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით,უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მოხდება.
“დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და კიდევ რაღაც გამოგონილი ოდესის საქმისთვის. ეს განკარგულება მან მისცა გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს.
მათ შემდგომი ორი- სამი დღის განმავლობაში, 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ მარშამდე უნდა განახორციელონ ჩემი დაკავების, იზოლაციისა და განეიტრალების გეგმა. იმ მიზნით, რომ ჩაახშონ მშვიდობიანი პროტესტი და უკრაინელი მოქალაქეების ნების გამოხატვა.
მათ წამოწიეს არარსებული საქმეები, რომელიც უკავშირდება ჩემი ოდესის გუბერნატორად მუშაობის პერიოდს. მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი მოარგონ კონკრეტულ ბრალს, მაგალითად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
მათ მისცეს დავალება დეპარტამენტს, რომელსაც კოვალენკო ხელმძღვანელობს. მოითხოვეს, ჩემი ხმის ნიმუშები იმ მიზნით, რომ მოახდინონ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაცია და ამ ჩანაწერებს ჩემი დაკავების დღეს გამოაქვეყნებენ. ისინი ცდილობენ დაშინების გზით იმოქმედონ. სამ რიცხვამდე ჩამსვან წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამგვარად ჩაკლან მშვიდობიანი პროტესტი უკრაინაში“,–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


