კომენტარი
სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს - ეკა ბესელია
სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
„მას აქვს პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი. ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. ეს განცდა განსაკუთრებით მიღრმავდება, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, რომლებიც სახელდებიან. სალომე ზურაბიშვილი ქალია, გამოცდილია. ბევრი პოლიტიკური სირთულე და სიძნელე გადაულახავს. ძალიან რთულ, საპასუხისმგებლო და ძალიან სახიფათო პერიოდში იყო გაბედული და ფრონტის წინა ხაზზე. დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის მიერ განვლილ გზას. ახლა ვინ როგორ იღიმება და ვის მოსწონს, თუ არ მოსწონს, ეს არ არის განმსაზღვრელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“.
„რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, ჯერ უმრავლესობამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ვის დავუჭერთ მხარს და ვინ იქნება კანდიდატი, რომლის მხარდასაჭერადაც იმუშავებს მმართველი პარტია. ეს იქნება პირველი ეტაპი. რაც შეეხება მეორე ეტაპს – ფინანსები, საარჩევნო პროცედურები, კამპანიის წესები, გარწმუნებთ, აბსოლუტურად ყველა წესი იქნება დაცული, ისე, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშნები. ამაზე მსჯელობა პოლიტსაბჭოზე გაიმართება, მაგრამ ჯერ დანიშნული არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა უკვე მოითხოვა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


