კომენტარი
სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები სრულ თანხვედრაშია საქართველის ხელისუფლების პოზიციასთან აგვისტოს ომზე - დავით ზალკალიანი
„სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი, რაზეა საუბარი“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილის წიგნის გარკვეულ ფრაგმენტებს რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.
ზალკალიანის თქმით, ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია საქართველოს პოზიციასთან.
„ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული. სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები სრულ თანხვედრაშია ამ პოზიციასთან. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში. ყველა პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს საერთაშორისო ფორმატში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან",- განაცხადა ზალკალიანმა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


