კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის გადადებაზე საუბრობს.
სალომე ზურაბიშვილმა ამინდის ტაბლო გამოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ამ დროისთვის ვაშინგტონში -13 გრადუსია.
"ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია",- თქვა დღეს ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა დღეს ჰელსინკის კომისია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის "საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა", როდესაც მოწმედ "პრეზიდენტ ტრამპის მტერს - ლორა თორნტონს".
როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ჰელსინკის კომისიის ის წევრები, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიას“ მიეკუთვნებიან იწვევენ მოწმედ ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჰელსინკის კომისიამ რამდენიმე საათის წინ, X-ზე დაწერა, რომ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


