კომენტარი
სალომე სამადაშვილი საერთოდ რატომ იყო ამ კომიტეტის წევრი არ მესმის - ეკა ბესელია
ოთარ კახიძე ადეიშვილის დღის წესრიგს არის მიჩვეული და რა უნდა მოვთხოვო? - ეს განცხადება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძეზე საუბრისას განაცხადა.
იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ვითარება დაძაბული იყო. სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის, კახეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა. ეკა ბესელიამ ოპოზიცია სხდომებზე დებოშს მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებაც.
„დებოშის მოსაწყობად დადიან სხდომებზე. სალომე სამადაშვილი საერთოდ რატომ იყო ამ კომიტეტის წევრი არ მესმის. კანონები არ იცის და სხდომებს აცდენს, ხელფასს რაში იღებს?“ - ამბობს ბესელია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც დავით კირკიტაძის დაკავებას და ოპონენტების დევნას ეხებოდა.
მისი თქმით, კირკიტაძეზე პოლიტიკური დევნა არ განხორციელებულა. ბესელია ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა მაშინ იყო, როდესაც მისი სკოლის მოსწავლე შვილი დააკავეს.
„კადრები ყველამ ვიხილეთ ძალადობის და კანონდარღვევის. კანონის დარღვევაზე და ძალადობაზე ინდულგენცია არ არსებობს სახელი და გვარი. პოლიტიკური დევნა ის იყო, რომ ამ მუხლით 2009 წელს სკოლის მოსწავლე იყო ჩემი შვილი, როდესაც პოლიციის წინააღმდეგობის ბრალდებით, ისე რომ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, დააპატიმრეს და თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ეს იყო პოლიტიკური დევნა. ეს არ არის პოლიტიკური დევნა, როდესაც ყველამ ვიხილეთ, როგორ არღვევდნენ კანონს და ძალადობდნენ ადამიანებზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


