კომენტარი
საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს არ შეიცავს, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედებს პოზიტიური პოლიტიკური ნებით - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა, არსებული სახით, საფრთხეს არ შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ძალიან ბევრი სპეკულაცია არსებობს.
ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან ბევრი სპეკულაცია, არა მარტო სპეკულაცია, არამედ ობიექტური ლოგიკიდან გამომდინარე, გვესმოდა მოსაზრებები, რომ საკონსტიტუიცო უმრავლესობა შეიცავს გარკვეულ საფრთხეს. ამაზე იყო საუბარი არჩევნების დასრულების დღიდან, არჩევნების დასრულებამდეც. ჩვენი ამოცანა არის შემდეგი: გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ყოველგვარი მცდელობა იმისა, რომ ასეთი მიმართულებით გაგრძელდეს საუბარი. ჩვენ გვინდა დავხვეწოთ კონსტიტუცია და ვაჩვენოთ ყველას, რომ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკური ნება. არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებული სახით, გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, მოქმედებს პოზიტიური პოლიტიკური ნებით. ჩვენ გვინდა ეს დავამტკიცოთ რაც შეიძლება მალე. მე ვთქვი, რომ ოთხთვიანი ვადა არის რაციონალური ვადა“,-აღნიშნა კობახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


