კომენტარი
საკონსტიტუციო უმრავლესობა ის რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ - გია ცაგარეიშვილი
„თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ის, რაც მოსახლეობამ არჩევნების შედეგად მიიღო.
როგორც ცაგარეიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს რეალობა, და საზოგადოებამ ამას თვალი უნდა გაუსწოროს.
„მთავარია, საზოგადოება როგორ აფასებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. მოსახლეობამ მიიღო ის, რაც უნდოდა, ამიტომ ეს არის რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც უფრო მალე შეწყდება პოლიტიკურ ძალებში გოდება და ვიშვიში ამ საკითხთან დაკავშირებით, მით უკეთესია საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
პარლამენტის მერვე მოწვევის მოქმედმა დეპუტატმა წინა ხელისუფლების საკონსტიტუციო უმრავლესობა გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაშვებულ შეცდომებს, დღევანდელი უმრავლესობა არ გაიმეორებს.
„პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ისტორიას თუ გავიხსენებთ, ეს კარგი შედეგებით არ სრულდება. იმედს ვიტოვებ, ყველა მწარე გაკვეთილი და გამოცდილება, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ, საკონსტიტუციო უმრავლესობის არასწორი გამოყენებით მიიღო, გაზიარებული იქნება „ქართული ოცნების" მიერ. ხელისუფლებამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ის პროგრამა განახორციელოს, რაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას შეპირდა", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის პროგნოზით,2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოებას გაცილებით მეტი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით,მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობამ უნდა აირჩიოს საკრებულოს წევრები, მერები და გამგებლები, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ პროცესში მალე ჩაერთვებიან პოლიტიკური ძალები და მოემზადებიან სამომავლო არჩევნებისთვის.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


