კომენტარი
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს
ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა მას უკვე განიხილავენ და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით იღებენ, რაც მიუთითებს, რომ პროცესები გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს, - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო კონსენსუსი არ არსებობს.
„ჯერ რეალურად არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა შესწავლილი და უკვე ხდება განხილვა და პირველი მოსმენით მიღება. ეს საკითხი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ, ზოგადად, პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს.
ვენეციის კომისიამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა ის საკითხები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ. ეს ეხებოდა სოციალურ უფლებებსა და მთელ რიგ უფლებებს, რომლებზეც ვენეციის კომისიას მაინცდამაინც მკაფიო პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენი ვენეციის კომისიასთან მუშაობის გაგრძელებას და შეხვედრებს კვლავ გეგმავს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


