უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 აპრილი, 2017 14:35
font-size

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მიზანია, რაც შეიძლება კომფორტულად მოარგოს კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილს - ნინო ბურჯანაძე

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მიზანია, რაც შეიძლება კომფორტულად მოარგოს კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილს, - ასე შეაფასა ,,დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო კომისიაში განვითარებული მოვლენები.

„მე ნამდვილად არ ვთლი, რომ დღეს ხელისუფლებაში უნდა ვაკრიტიკო კვირიკაშივილი, კობახიძე ან ნებისმიერი მინისტრი, იმიტომ რომ აბსულუტურად ყველა მათგანის ნებისმიერი ნაბიჯი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ხასიათზე“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აშკარად იკვეთება მცდელობა იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა სახელისუფლებო შტო გაკონტროლდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ, ამ გზაზე ბოლო ბასტიონი კი ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმაციის მაღალი დონის მფლობელი საპრეზიდენტო ინსტიტუტია. სწორედ ამიტომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხდება ამ ინსტიტუტის მოსპობაც, რათა პრეზიდენტიც სხვა სახელისუფლებო რგოლების მსგავსად ერთი კაცის ჯიბეში აღმოჩნდეს.

ნინო ბურჯანაძემ ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გახმოვანებულ საპრეზიდენტო თვისებებზე.

„ვერ დავეთანხმები ირაკლი კობახიძეს, რადგან ქარიზმატულობა და აკადემიურობა ერთმანეთს არ გამორიცხავს. დიახ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქარიზმატულიც, აკადემიურიც, გამბედავიც და უპირველეს ყოვლისა ძალიან კომპეტენტური, რომ შეძლოს უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე მუშაობის დაწყება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც, აუცილებელია პრეზიდენტმა შეძლოს მოლაპარაკებების წარმართვა სხვადასხვა მიმართულებით, რათა ქვეყანა გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი