კომენტარი
საკონსტიტუციო კომისიაში მაქსიმალურად ბევრი აქტორი უნდა მონაწილეობდეს, მათ შორის პრეზიდენტიც - სერგი კაპანაძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარამენტარი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისია უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და მასში მაქსიმალურად ბევრი აქტორი უნდა მონაწილეობდეს.
როგორც კაპანაძემ თემის კომენტირებისას მედიას განუცხადა, კომისიაში პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
„ასეთი ტიპის საკონსტიტუციო კომისიები უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, მაქსიმალურად ბევრი აქტორი უნდა მონაწილეობდეს მასში და მათ შორის პრეზიდენტიც. ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, თუ ამ კომისიამ უნდა განიხილოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება კონსტიტუციის ცვლილებას. ის, რომ დღეს არის საჭირო ასეთი ტიპის დიალოგი, ეს არის ცალსახა და ამიტომ, მეც მინდა მოვუწოდო ყველა აქტორს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ეს მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს“,-განაცხადა კაპანაძემ.
საკონსტიტუციო კომისია 60 წევრით დაკომპლექტება, მათ შორის მასში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წევრის მონაწილეობაც არის გათვალისწინებული.
თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე და მასში საკუთარ წარმომადგენლებს არ მიავლენენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


