კომენტარი
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი მომზადდება. მისი თქმით, დღემდე ასეთი წინაპირობები არ არსებობდა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობა გადაწყვეტილებას ინდივიდუალური განხილვის შემდეგ იღებდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მთავრობას დაევალება, შეიმუშავოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერება, რა შემთხვევებში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
„პირდაპირი მიყიდვა საგამონაკლისო ნორმაა და აქამდე საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული არ იყო. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ შეიმუშავა ცვლილებები შესაბამის კანონში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. მთავრობის ნორმატიული აქტით, დეტალურად გაიწერება კონკრეტული შემთხვევები, როგორ განხორციელდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, ან ქონების გაცვლა,“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან სამოცი დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


