კომენტარი
სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით - მიხეილ სააკაშვილი
როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.
„ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი.
ხოლო როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით.
ამ გარიგებაში მონაწილეობს ასევე, იმპორტიორთა კარტელი, საბაჟო გადასახადი და ასე დგინდება სპეციალური ფასები და ხდება ფულის გადანაწილება“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“. ამასთან, ის ინიციატივით გამოდის, რომ საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


