კომენტარი
სახელმწიფო აუდიტის შეკითხვების ადრესატი არა თვითმმართველობა, არამედ ექპერტიზის ეროვნული ბიუროა - ჯაბა სამუშია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს და აცხადებს, რომ მიწის ფასთან დაკავშირებული შეკითხვების ადრესატი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა.
“არც მერია და არც საკრებულო მიწის ფასს არ განსაზღვრავს. ამისათვის არსებობს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელმაც აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით 2015-2016 წლებში ორჯერ ჩაატარა ექსპერტიზა. ორივე შემთხვევაში არის დაფიქსირებული თანხა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას ვეყრდნობით.
მიწის ფასთან დაკავშირებული შეკითხვების ადრესატი სამხარაულის ბიუროა და არა თვითმმართველობა, ამიტომ უპრიანი იქნებოდა, აუდიტის სამსახურს სწორედ ბიუროსთვის მიემართა.
პოლიტიკური ძალების მიერ აქცენტის გაკეთება იმაზე, თითქოს მიწის ფასი თვითმმართველობამ დაადგინა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


