კომენტარი
სახელმძღვანელოების გრიფირების ახლანდელი წესი არის ძალიან სამართლიანი- ალექსანდრე ჯეჯელავა
სახელმძღვანელოების გრიფირების ახლანდელი წესი არის ძალიან სამართლიანი, დემოკრატიული და შესაბამისად, გამომცემლები მიიღებენ მონაწილეობას ამ ბიზნესში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და აღნიშნულით ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ გამომცემლობებს კაბალურ პირობებში უწევთ გრიფირების წესთან დაკავშირებით მუშაობა.
”ოპოზიციის მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ის ოპოზიცია შეგვახსენებს, რომელმაც თავის დროზე, მთელი სახელმძღვანელოების ბიზნესი თავის პოლიტიკურ მხარდამჭერებს ჩააბარა. გრიფირების ახლანდელი წესი არის ძალიან სამართლიანი, დემოკრატიული და შესაბამისად, გამომცემლები მიიღებენ მონაწილეობას ამ ბიზნესში. ვისაც არ აქვს სურვილი, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, ეს მათი ბიზნესინტერესების საკითხია”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განათლების და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს. პარტიამ სამინისტროს წერილითაც მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


