კომენტარი
სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება - კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ სახელფასო ფონდი იზრდება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელფასო ფონდის არც ერთი თეთრით გაზრდა არ არის დაგეგმილი.
„ოპოზიცია არა, ამას საუბრობს გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, დეგრადირებული ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის გამარგინალებული პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის დიდი ტყუილი და სიცრუე. სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ თბილისის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს.
ოპოზიციური ფრაქცია თბილისის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, საკრებულოდან გაითხოვოს საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც არ ასახავს თბილისელების ინტერესებსა და საჭიროებებს.
მათივე ინფორმაციით, მერიაში იქმნება ახალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, იზრდება შტატები და სახელფასო ფონდი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


