კომენტარი
სახალხო დამცველის თანამდებობაზე იმ კანდიდატებს განვიხილავთ, რომელიც არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე იქნება განხილული ის კანდიდატები, რომლესაც არასამთავრობო სექტორმა წარადგინა.
თალაკვაძის შეფასებით, ომბუდსმენი საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ინსტიტუტია.
„ჩვენ კანდიდატურის შერჩევას და მის დამტკიცებას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით. მივესალმებით, რომ სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის ამ საკითხზე დიალოგი შედგა. პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. მათ ნამდვილად ძლიერი კანდიდატები დაასახელეს. პარასკევს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებს ან საინიციატივო ჯგუფებს ჰყავდეთ სხვა კანდიდატები. შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ შევჯერდეთ ერთ კანდიდატურასთან დაკავშირებით.სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩვენ იმ კანდიდატებს განვიხილავთ, რომელიც არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა“,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა..
არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


