კომენტარი
სახალხო დამცველი - რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან
რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს გარკვეული დეტალები და დაიცვას თავი, - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაფიძის გულის ცენტრში, სადაც დეკანოზის მოსანახულებლად მივიდა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ის კლინიკაში თავისი სურვილით მივიდა.
მისივე თქმით, ყველა დეტალი, რაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია.
„პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც, რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას თავი, დაიცვას ბრალდებული. მაშინ როდესაც, სხვა ყველა მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება აქვს. ეს რა თქმა უნდა, არის თავიდანვე სერიოზული პრობლემა,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება.
დეკანოზი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გუშინ (გონების კარგვის) დიაგნოზით შეიყვანეს.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. თუმცა პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


