უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 ივლისი, 2025 14:25
font-size

საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი გამოიყვანოს, ეს თუ არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას - კახა კალაძე

ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. იყო უბედური შემთხვევა, რაც ძალიან ცუდია და მძიმეა, დაიღუპა ორი ადამიანი. რაც შეეხება ავარიულობის კატეგორიას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აღნიშნულ შენობას აქვს მესამე კატეგორია. ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორია იყო, თუმცა ამას არსებითი მნიშვენლობა არ აქვს, რადგან შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. 2021 წელს საზოგადოებას დავპირდით, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რომლითაც შევძლებდით ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას. ეს პროგრამა არსებობს, მუშაობს, თუმცა არსებობს გამოწვევები. არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის 100-პროცენტიანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, ადამიანს, რომელიც 50 კვ.მ.-ში ცხოვრობს, სურვილი აქვს, უფრო დიდი ფართი მიიღოს, რისი გაკეთების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს. ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ვთავაზობთ ქირით უზრუნველყოფას, არანაირი გადასახადი არ ექნებათ, დროებით მოგვიწევს მათი გაყვანა და დავაბრუნებთ ახალაშენებულ კორპუსებში, რომლებიც იქნება გარემონტებული და მოწესრიგებული. ამ საკითხზე უამრავი განცხადება მაქვს გაკეთებული, მოწოდებები მოსახლეობის მიმართ, რომ იაქტიურონ და გამოიყენონ აღნიშნული პროგრამა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რომ, 2023 წელს მიღებული დადგენილებით, მერიას შეეძლო მოსახლეობის სრული უმრავლესობის თანხმობით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის სიცრუე.

„ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ეს თუ არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას. არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100-პროცენტიანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი გამოიყვანოს. მსგავსი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე და გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმით გამოყარეთ ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი