კომენტარი
საკანონმდებლო ორგანო არის რუბინინტული დანამატი, სადღაც განთავსებუ-ლი ძალის ცენტრის - გია ხუხაშვილი
დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს "ქართული ოცნება" ახალი წლიდან განახორციელებს. კულუარული ინფორმაციით, ცვლილებებს "შეეწირება" პარლამენტის თავ-მჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის პოსტი შესაძლოა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენ-ტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ დაიკავოს. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილე-ბები რამდენიმე ეტაპიანი იქნება და ეს პირველ რიგში მთავრობას შეეხება - რამდენიმე მინისტრთან ერთად, თანამდებობას რამდენიმე გუბერნატორიც და მერიც დაემშვიდობება.- წერს AMBEBI.GE.
საპარლამენტო სტანდარტი დაცემულია, ამიტომ სულ ერთია, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ახალი წლის შემდეგ მოსალოდნელ ცვლილებებს.
"პარლამენტში ისეთი კანდიდატურა, რომელიც რაღაც სტანდარტს დააკმაყოფილებდა, არ მეგულება. უსუფაშ-ვილის ან ჟვანიას მსგავსი ადამიანები ამ მოწვევის პარლამენტში არ არიან. ამიტომ შიგნით რა მოძრაობები იქნე-ბა, ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო. ეს შეიძლება საინტერესოა პირადად ვოლსკისთვის და კობახიძის-თვის, ხალხისთვის კი ნაკლებად საინტერესოა. კობახიძე, გასაგებია რაც არის და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. გვჭირდება სისტემურ ცვლილებები.
პარლამენტში არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ჩვენი საკანონმდებლო ორგანო არის რუბინინტული დანამატი, სადღაც განთავსებული ძალის ცენტრის, აქედან გამომდინარე შიგნით პატარა ადამიანები რას ხლა-ფორთობენ, ან რა ინტრიგებს ხლართავენ, არავისთვის არ არის საინტერესო. მაინტერესებს სახელმწიფობერივი პროცესი და არა ვიღაცების ბაქი-ბუქი", - აცხადებს ხუხაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


