კომენტარი
საკადრო ცვლილებებს განვახორციელებთ მხოლოდ აუდიტის სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე - ირაკლი მექვაბიშვილი
საკადრო ცვლილებებს აუდიტის სამსახურში მხოლოდ სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე განვახორციელებთ, - განუცხადა ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.
მისი თქმით, არავითარი პოლიტიკური მოტივაცია აუდიტის სამსახურში თანამშრომლების შეცვლასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ აუდიტის სამსახურის ეფექტიანობა გაიზარდოს, ვიყოთ აბსოლუტურად გამჭვირვალე რეჟიმში. ცვლილებებს განვახორციელებთ მხოლოდ სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება გენერალური აუდიტორის მოადგილეების გათავისუფლებას. ახალი გენერალური აუდიტორის დამტკიცებისთანავე ყოფილი გენერალური აუდიტორის მოადგილეების უფლებამოსილება შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე წმინდა მენეჯერული თვალსაზრისით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი სამსახური გამხდარიყო გაცილებთ ძლიერი და გაცილებით მოქნილი. არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და ვფიქრობ, მე და ჩემი ახალი გუნდი აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ აუდიტის სამსახური გახდეს გაცილებით ეფექტური, გაცილებით ძლიერი“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


