კომენტარი
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ - დავით ნარმანია
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ბოლო წლების გამავლობაში ბევრი პროექტი განხორციელდა.
ამის შესახებ ნარმანიამ საგზაო უსაფრთხოების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიას განუცხადა.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ფუნდამენტურად საგზაო საფარის მოწესრიგებას ისახავდა მიზანად. ასევე მარეგულირებელი ნაწილი, როგორიც არის შუქნიშნები, როგორიც არის დახაზვასთან დაკავშირებული საკითხები, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და სხვა ისეთი რამ, რომელიც ძალიან ბევრ უბანს შვებას აძლევს“,-აღნიშნა ნარმანიამ.
საგზაო უსაფრთხოების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთისა და შვეიცარიის გამოცდილებას განიხილავენ და საქართველოსთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
საუბარია კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და ტექდათვალიერების შემოღებაზე.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, თბილისის მოქმედი და არჩეული მერები.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


