კომენტარი
საფრთხე არის მრავალი და ეს განპირობებულია იმით, რომ მამა გიორგის ჩვენებაში არიან გარკვეული პირები დასახელებულნი - ადვოკატი
როცა უზრუნველყოფილი იქნება მამა გიორგის მოთხოვნა და გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო ბრალდება, იქნება შესაბამისი მოქმედება, - განაცხადა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა იმ კითხვის პასუხოდ, თუ როდის გააგრძელებს ბრალდებული ჩვენების მიცემას.
მისი თქმით, დეკანოზის დაკითხვა არ ხერხდება ერთადერთი მიზეზით, რადგან ის მოითხოვს მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაცვის დანიშვნას.
,,საფრთხე არის მრავალი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეს განპირობებულია იქიდან გამომდინარე, რომ მამა გიორგის ჩვენებაში არიან გარკვეული პირები დასახელებულნი და ვარაუდი თუ არსებობს, რომ მან სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, ასევე უფლება აქვს იმ ვარაუდის არსებობასაც, რომ ვინმე ადამიანის მხრიდან ან ჯგუფის მხრიდან მისი ოჯახის წევრებზე გარკვეული სახის ზეწოლას ჰქონდეს ადგილი’’, - აღნიშნა ადვოკატმა.
კითხვაზე, შესაძლო საფრთხე მოდის სასულიერო თუ საერო პირებისგან, მიხეილ რამიშვილი პასუხობს, რომ ,,არსებობენ როგორც სასულიერო პირები, ისე სრულიად შესაძლებელია, თან სდევდენ საერო პირებიც.’’
ამასთან, ადვოკატი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეკანოზის უკვე მიცემულ ჩვენებაში ნახსენები იყო, თითქოსდა შორენა თეთრუაშვილმა 500 დოლარის სანაცვლოდ სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენა გერმანიაში მყოფი მისი ახლობლისათვის, ხატმწერისთვის.
,,მე არ ვიცი საიდან გავრცელდა ან ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, რომ იყოს ჩვენებაში’’, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


