მსოფლიო
საფრანგეთში თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი დაშავდა
პარიზში, ელისეის მინდვრებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი დაშავებულია. თავდამსხმელი კი, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახლემწიფომ“ აიღო, რომელმაც განაცხადა, რომ თავდამსხმელი მისი „მებრძოლია“.
პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა განაცხადა, რომ თავმდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა მისი ვინაობა არ დაუასახელებია. სავარაუდო თავდამსხმელის სახლში, გვიან ღამით, ჩხრეკა ჩატარდა.
ამასთან, ტელეარხი BFMTV იტყობინება, რომ თავდამსხმელი 39 წლის საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი განაცხადა, რომ სამართალდამცველებზე თავდასხმა ტერორისტულ ხასიათს ატარებდა.
ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელის ავტომობილი პოლიციელების ავტობუსთან გაჩერდა. მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ავტომატური იარაღიდან პოლიციელების მისამართით ცეცხლი გახსნა.
პოლიციელის მოკვლის შემდეგ, თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროს დანარჩენი პოლიციელები დაჭრა, თუმცა ტერორისტი საპასუხო ცეცხლით იქნა ლიკვიდირებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


