მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა
საფრანგეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანდიდატის სახით მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ თავად ვალსმა განაცხადა.
„მე საპრეზიდენტო კანდიდატი ვარ“,-აღნიშნა ვალსმა.
იგი, სოციალისტური პარტიიდან პრაიმერიზში მიიღებს მონაწილეობას, როემლიც იანვარში გაიმართება.
მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვალსი, დღეს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება.
გასულ კვირას მოქმედმა პრეზიდენტიმა, სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის.
მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მას არ აქვს იმედი, მიიღოს ხმათა საჭრო რაოდენობა.
მედია აღნიშნავს, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ოლანდის პრეზიდენტობის შემდეგ, სოციალისტური პარტიის ნებისმიერ კანდიდატს, გაპრეზიდეტება გაუჭრდება, რადგან ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის ისტორიაში, ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი გახდა.
რაც შეეხება მანუელ ვალს, იგი ოლანდის მთავრობაში 2012 წლიდან არის, აქედან ორი წლის განმავლობაში ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამის შემდეგ კი მთავრობის მეთაური გახდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


