მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობა საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების პროცედურის გამკაცრებას აპირებს
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობა აპირებს მოითხოვოს მიგრაციასთან და თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონების გამკაცრება, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად.
კანონპროექტი 90 დღემდე აორმაგებს არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდს და ამცირებს შუამდგომლობის წაყენების პერიოდს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნაზე. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა დაისჯება ერთწლიანი პატიმრობითა და ჯარიმებით.
მთავრობის განცხადებით, მას სურს უფრო სამართლიანი იყოს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, ამიტომ კანონპროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვნებისთვის თავშესაფრის მიღების პროცედურის გამარტივებასა და სახელმწიფო ორგანოების მიერ თავშესაფრის თხოვნის განხილვაზე გათვალისიწნებული დროის ორჯერ შემცირებას.
ცვლილებებმა საიმიგარციო კანონმდებლობაში კრიტიკა გამოიწვია როგორც მაკრონის პარტიაში, ასევე უფლებადამცველების მხრიდან.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Cimade-ის წარმომადგენლის, ჟან-კლოდ მასის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთში ლტოლვილებისა და მიგრანტების უფლებების დაცემას ცხადყოფს. Cimade მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს ეხმარება.
ამავე დროს ბოლო გამოკითხვებით ცნობილი ხდება, რომ ფრანგ ამომრჩეველთა 63%-ის აზრით, ქვეყანაში ძალიან ბევრი მიგრანტია.
მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს საფრანგეთში არალეგალი მიგრანტების კიდევ ერთი ბანაკის შექმნას, როგორიცაა გაკეთებული ქალაქ კალესთან ახლოს. აღნიშნული ბანაკი ცნობილი იყო „ჯუნგლების“ სახელწოდებით.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


