უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 იანვარი, 2019 14:15
font-size

საფრანგეთის მთავრობა „ყვითელი ჟილეტების“ მიმართ ზომებს გაამკაცრებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გეგმავს კანონის მიღებას, რომელიც „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის არასანქცირებული აქციების მონაწილეებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ახალი კანონპროექტი აუკრძალავს ხულიგნებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას, ასევე დემონსტრანტებისთვის ნიღბების ტარებას.

გარდა ამისა, ბიზნესისა და კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არეულობის მონაწილეებს დაეკისრებათ.

ფილიპის თქმით, საპროტესტო მოძრაობის მოსალოდნელი ახალი ტალღის დროს იქნება მობილიზებული სამართალდამცავი ორგანოების 80 000 თანამშრომელი.

წინა უქმეებზე პროტესტის მონაწილეებმა მთავრობის შენობის ჭიშკარი აიღეს, ასევე ისინი პოლიციას უპირისპირდებოდნენ და წვავდნენ მანქანებსა და მოტოციკლებს.

საპროტესტო აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. დემონსტრაციების დროს მომხდარ არეულობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 1400 ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავაზე გადასახადების დაგეგმილ ზრდას აპროტესტებდნენ. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყვითელი ჟილეტები ჩაიცვეს, რომლის მანქანაში ტარება სავალდებულოა ყველა მძღოლისთვის.

4 დეკემბერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმა საწვავის ფასის ზრდაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, 6 თვით შეჩერდება.

ახლა აქციების მონაწილეები სხვა მოთხოვნებს აყენებენ, რომელთა შორისაც შედის: მაღალი ანაზღაურება, დაბალი გადასახადები, უკეთესი სოციალური დახმარებები, უნივერსიტეტებში მარტივად მოხვედრა და პრეზიდენტის გადადგომა.

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი