მსოფლიო
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სასამართლოს ზედამხედველობის“ ქვეშ იქნება.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს. მას ეკრძალება საფრანგეთის დატოვება და მისი საქმის ფიგურანტებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.
ასევე, მას აკრძალული ექნება საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პირებთან შეხვედრაც.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სარკოზის ციხიდან გათავისუფლება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და დაცვის მხარე საფრანგეთის ყოფილი ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


