მსოფლიო
საფრანგეთი ნატოდან და ევროკავშირიდან უნდა გავიდეს -მარინ ლე პენი
საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის განცხადებით, საფრანგეთი ნატო-სა და ევროკავშირიდან უნდა გავიდეს, ევროს ზონა კი, სხვა სახელმწიფოებთან ერთად. უნდა დატოვოს.
„Frexit ჩემი პოლიტიკის ნაწილი იქნება“,-განაცხადა ლე პენმა ბერძნული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ლე პენი მიიჩნევს, რომ როდესაც საფრანგეთი ევროკავშირიდან და ევრო ზონიდან გავა, იგივე უნდა გააკეთონ პორტუგალიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ირლანდიამ, საბერძნეთმა და კვიპროსმა.
„იდეალური იქნებოდა, რომ ყველა ეს ქვეყანა საფრანგეთთან ერთად, ერთ დღეს გავიდეს ევროკავშირიდან, და მე ვეცდები ისინი ამაში დავარწმუნო“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ლე პენის თქმით, ადამიანებს უნდა ჰქოდნეთ შესაძლებლობა ხმა მისცენ მონობიდან გათავისუფლებას და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნონ.
„ევრო უბრალოდ ვალუტა არ არის, არმედ ის შანტაჟის საშუალებაა. იქ სადაც ევროა ფასები, უმუშევბრობა და გადასახადები გაიზარდა, შემცირდა ხელფასები და პენსიები, მოქალაქეები გაღარიბდა. ბრიტანეთში ფინანსური კრიზისი დროს ფუნტის დევალვაცია დაიწყეს და ეკონომიკამ ზრდა ისევ დაიწყო“,-განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მისი თქმით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება, ქვეყანა ნატო-ში არ დარჩება, რადგან ეს ორგანიზაცია უკვე საჭირო აღარ არის.
„ის შეიქმნა,როდესაც ვარშავის შეთანხმებისა და კომუნისტური საბჭოთა კავშირის ექსპანსიის საშიშროება არსებობდა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ისევე როგორც ვარშავის შეთანხება არ არის. ვაშინგტონი ნატო-ს არსებობას ევროპაში საკუთარი მიზნების შესრულებისთვის უჭერს მხარს“,-განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


