მსოფლიო
საერთაშორისო საზოგადოება აღარ უნდა იჯდეს ჩუმად - თეთრი სახლი ირანის აქციებზე
„აშშ მხარს უჭერს ირანელებს და მოვუწოდებთ რეჟიმს, პატივი სცეს თავისი მოქალაქეების ძირითად უფლებას, მშვიდობიანად გამოხატოს ცვლილებების სურვილი“, - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი ირანში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს.
ბოლო ბრიფინგზე სანდერსმა აღნიშნა, რომ ხალხი აღშფოთებულია „კორუფციით“. მისი თქმით, ირანის ხელისუფლება „ხალხის სიმდიდრეს“ ხარჯავს არა ქვეყნისთვის, არამედ საზღვარგარეთ შეაიარარებული დაჯგუფებების დასაფინანსებლად.
„შედეგად, ჩვენ ვხედავთ ნამდვილ სახალხო აჯანყებას, რომელიც ორგანიზებულია მამაცი ირანელი მოქალაქეების მიერ“, - თქვა სანდერსმა.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა იჯდეს ჩუმად, როგორც აქამდე აკეთებდა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ მიუღია ჯერჯერობით გადაწყვეტილება, აღადგენს თუ არა სასანქციო რეჟიმს ირანის წინააღმდეგ.
დემონსტრაციები ხუთშაბათს მცირე აქციით დაიწყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებდა. შემდგომ ის მთელ ქვეყანას მოედო. შეკრებილები უკმაყოფილონი არიან ინფლაციით, სასულიერო ხელისუფლებით, ასევე საგარეო პოლიტიკით. თეირანში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როიტერის ინფორმაციით, ქალაქ კეჰდერიჯანში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება გადაწვეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტი მოედო ბირჯენდს, კერმანშახსა და შადეგანს.
ბოლო მონაცემებით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.
ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2009 წელს ირანელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვება გააპროტესტეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


