უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 დეკემბერი, 2019 12:55
font-size

საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკა მისაღებია, ჩვენ ვართ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა - დავით ასათიანი

საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარი ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაშია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სასამართლო უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისათვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის, –ასე ეხმაურება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა მრავალი პრობლემა და გამოწვევა, რაც სასამართლოს წინაშე დგას, მაინც პოზიტიური იყო ის ღია, გამჭირვალე პროცესი. მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ რასთან გვაქვს საქმე, თუ სად ვდგავართ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხის თვალსაზრისით და შესაბამისად, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი მომავალში. ყველამ დავინახეთ, რომ პრობლემები და გამოწვევები არის და ამას უნდა მთლიანად ქვეყნის და ყველა ინსტიტუტის, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადვოკატების მუშაობა, რომ ეს სასამართლო საბოლოოდ იქცეს ხარისხიან და სანდო ინსტიტუტად“, – აცხადებს დავით ასათიანი.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა მისაღებია, რადგან საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა.

„საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკა მისაღებია, ჩვენ ვართ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა, ანუ ქვეყანა, რომელშიც კლასიკური, ტრადიციული გაგებით დემოკრატია ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. ეს პრობლემები აქედან მომდინარეობს და ბუნებრივია, კრიტიკა მისაღებია.

საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარი ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაშია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სასამართლო უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისათვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის. ეს ღია პროცესი, რომელსაც მე ძალიან ვემხრობი, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, ამასთანავე ელემენტი იმისა, რომ გამოჩნდა პრობლემები და გამოწვევებიმ სახეზეა“, – განაცხადა ასათიანმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი