კომენტარი
საჭიროა რეფორმის განხორციელება თვითონ მერიაში, საკადრო ცვლილებები იქნება - კახა კალაძე
ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის მერად არჩეული კახა კალაძე მერიაში სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს.
მისი თქმით, მერიაში ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს. კალაძის თქმით, თბილისის მერიაში არის ბევრი ისეთი სამსახური, რომელიც უფლებამოსილების მხრივ ერთმანეთს კვეთს.
„თქვენ იცით, რომ მეორე ტურები იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ არჩევნების სრულად დამთავრებას და შემდგომ მომეცემა უფლებამოსილება დავიწყო ჩემი საქმიანობა. მერიაში საჭიროა კომპლექსური მიდგომები სხვადსხვა მიმართულებით, საჭიროა მასშტაბური პროექტების განხორციელება. საჭიროა, რეფორმის განხორციელება თვითონ მერიაში, როგორც სტრუქტურული სახის, ასევე სამსახურებრივად. არის ბევრი სამსახური, რომელიც უფლებამოსილების მხრივ ერთმანეთს კვეთს. ჩვენთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია. მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქალაქის მოსახლეობას. ნაკლები ბიუროკრატია, მეტი ინოვაცია, მეტი თანამედროვეობა“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გუნდს, რომელთანაც გეგმავს კალაძე დაპირებების შესრულებას, იგი ამ გუნდს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
კალაძის თქმითვე, თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, ამასთან, მისი თქმით, მერიაში ბევრი პროფესიონალი მუშაობს, რომელიც თანამდებობებს შეიანრჩუნებენ.
„საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. მერიაში არის ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც პროფესიონალია, კომპტენეტურია. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენი გუნდი იმუშავებს კომპეტენტურ, პროფესიონალ ადამიანებთან, ვისაც თბილისზე გული შესტკივა. უახლოეს მომავალში გავაცნობ საზოგადოებას, თუ ვინ იქნება ვიცე-მერი, ვინ იქნება მერის მოადგილეები და როგორი სტრუქტურა წარმომიდიგენია ზოგადად“,- განაცხადა კახა კალაძემ „იმედის კვირაში“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


