კომენტარი
საბიუჯეტო სახსრებიდან ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს კვლავ მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე - ირაკლი აბესაძე
ამ ადამიანებს საკუთარი, პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებთ, - ასე გამოეხმაურ,,ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის საკითხს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დაანონსებული განცხადებიდან ჩანს, რომ საბიუჯეტო სახსრებით ათეულობით მილიონი ლარი მინისტრების და ჩინოვნიკების კომფორტისთვის უნდა დაიხარჯოს.
,,სამთავრობო გუნდი აგრძელებს ადმინისტრაციული სახსრების ხარჯვას. 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ჩვენ ვნახეთ, რომ ბიუროკრატიული ფუფუნებაზე უარის ვერ თქმის გამო გაზარდეს გადასახადები და დღეს მოსახლეობას სხვადასხვა პროდუქტებში უწევს გაცილებით მეტის გადახდა, ვიდრე ეს იყო მანამდე. კვირიკაშვილი აანონსებს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს კვლავ ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე და ეს თანხა უნდა მოაკლდეს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ეკონომიკის განვითარების პროგრამებს, რომელიც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. დასკვნა მარტივია; ამ ადამიანებს საკუთარი, პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


