მსოფლიო
საბერძნეთში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 74 ადამიანი ემსხვერპლა
საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 74-მდე გაიზარდა.
სიტუაციას ძლიერი ქარი აუარესებს. ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბურ ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, ხოლო ატიკის რეგიონში - საგანგებო მდგომარეობა.
მაშველები სახლებს, მანქანებსა და სანაპირო ზოლს ათვალიერებენ და გადარჩენილებსა და დაღუპულებს ეძებენ. შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
იტალიამ, გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა უკვე გაუგზავნეს საბერძნეთს დახმარება თვითმფრინავების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მეხანძრეების სახით. ათენს დახმარება შესთავაზეს ესპანეთმა და კვიპროსმა.

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


