მსოფლიო
საბერძნეთში ხანძრის შედეგად სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა
საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 104 ადამიანი დაშავდა, აქედან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის 16 ბავშვია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 24 დაღუპულის შესახებ.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 ცხედარი აღმოაჩინეს ზღვისპირა სოფელ მატისთან, რომელიც კატასტროფის ცენტრში მდებარეობს.
საგამოძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ეძებენ 10 ტურისტს, რომლებიც ნავით ხანძარს გამოექცნენ.
სამაშველო ჯგუფები ნავებითა და თვითმფრინავებით ცდილობენ, სანაპიროდან ხალხის ევაკუირებას. გარდა ამისა, საბერძნეთის ხელისუფლება საერთაშორისო დახმარებას ითხოვს, რომელსაც უკვე გამოეხმაურნენ გერმანია, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთი - მათ საბერძნეთში გაგზავნეს დამატებითი თვითმფრინავები, სატრანსპორტო საშუალებებისა და მეხანძრეები.
100-ობით მეხანძრე ებრძვის ცეცხლის კერებს, ხოლო რამდენიმე ადამიანმა ათენთან ახლოს მდებარე სახლები დატოვა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის თქმით, „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია ამის გასაკონტროლებლად“.
ციპრასმა შეწყვიტა ოფიციალური ვიზიტი ბოსნიაში ხანძრის გამო. მეხანძრეების თქმით, სიტუაცია „განსაკუთრებით მძიმეა“.
ეს ყველაზე სახიფათო ტყის ხანძარია საბერძნეთში 2007 წლის შემდეგ, როცა პელოპონესის ნახევარკუნძულზე ათობით ადამიანი დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


