მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობა ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს - რუსეთი „სარკისებური პასუხით“ იმუქრება
საბერძნეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა და აუკრძალა ქვეყანაში შესვლა კიდევ ორ რუსს. ბიბისის რუსული სამსახურის ცნობით, საბერძნეთის მთავრობა აპირებს ზომების მიღებას, ხოლო რუსეთის საგარეო უწყება „სარკისებურ პასუხს“ პირდება.
ბერძნული გამოცემა Kathimerini-ის ინფორმაციით, რუს დიპლომატებს ადანაშაულებენ ინფორმაციის უკანონო შეგროვებისა და გავრცელების მცდელობაში, ასევე ბერძენი მაღალჩინოსნების მოსყიდვაში. კერძოდ, რუსები ცდილობდნენ საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების ჩაშლას, რითიც ბალკანეთის საკითხში საბერძნეთს ნეგატიური კუთხით გამოიყვანდნენ.
გარდა ამისა, რუსი დიპლომატების გაძევება მოჰყვა „მრავალრიცხოვან კოორდინირებულ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება საბერძნეთში რუსული გავლენის გაფართოებას, რომელიც, გარდა ამისა, უკავშირდება პალესტინური საიმპერატორო მართლმადიდებლური საზოგადოების საქმიანობას“.
როგორც გამოცემას წყაროებმა აუწყეს, ათენი აპირებს, გააგძელოს თანამშრომლობა მოსკოვთან.
სააგენტო „ფრანს-პრესმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ საბერძნეთი აპირებს, „აუცილებელი ზომები მიიღოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“ საბერძნეთი-მაკედონიის კამათში რუსეთის „ჩარევის“ საპასუხოდ. გამოცემას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ჩარევაზეა საუბარი.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


