კომენტარი
საბავშვო ბაღების თანამშრომლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში როგორც აქტივისტები და ასეთი ერთეული შემთხვევებია - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საბავშვო ბაღების საკითხი NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირადად მან წამოჭრა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ არის გამიჯნული ერთმანეთისგან პარტიული და ადმინისტრაციული რესურსები.
"ჩვენ განვმარტეთ ადმინისტრაციულ რესურსებთან დაკავშირებულო საკითხები, კერძოდ, ის რა ფარგლებში მონაწილეობენ ჩვენი აქტივისტები საარჩევნო კამპანიაში და ის თუ როგორ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. მე პირადად წამოვწიე საბავშვო ბაღების საკითხი და განვმარტე, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში როგორც აქტივისტები და ასეთი ერთეული შემთხვევებია. საბავშვო ბაღებში არ ხდება და არც სხვა სტრუქტურებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
საჯარო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში, თუმცა ეს ხდება არასამუშაო საათებში და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


