უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 ნოემბერი, 2025 15:45
font-size

სააკაშვილთან გაერთიანებაზე პასუხია არა, მოკავშირეობა თუ უნდათ, ჯერ ჩამოყალიბდნენ - ალეკო ელისაშვილი

მოკავშირეობა თუ უნდათ, ჯერ ჩამოყალიბდნენ. დილით გვლანძღავენ, შუადღისას ხელს გვიწვდიან და საღამოს ისევ გლანძღავენ, ასეთი ამბავი არ გამოდის, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის კრიტიკაზე „ლელო – ძლიერ საქართველოს“ მორატორიუმი აქვს გამოცხადებული და შიდა დაპირისპირებით არ ინტერესდებიან.

„ძალიან დიდი ხანია, ოპოზიციის კრიტიკაზე მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული. მთელი ქვეყანა ხედავდა, რომ, კოალიციის გაშმაგებული ლანძღვის მიუხედავად, ჩვენ შესაბამისი ხურდა არავისთვის დაგვიბრუნებია. არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, ლანძღვას ლანძღვით ვუპასუხოთ, უბრალოდ არ გვინდა, საერთო მტერი – გარუსებული ხელისუფლება ვასეიროთ.

რაც შეეხება სააკაშვილთან გაერთიანებას – არა. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვართ თანმიმდევრული, მიზანდასახული პოლიტიკური კოალიცია, ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია ოპოზიციაში. მოკავშირეობა თუ უნდათ, ჯერ ჩამოყალიბდნენ. დილით გვლანძღავენ, შუადღისას ხელს გვიწვდიან და საღამოს ისევ გლანძღავენ, ასეთი ამბავი არ გამოდის.

ჩვენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს ვხედავთ, გვწამს ჩვენი კოალიციისა და ჩვენი წევრების ბრძოლის. ნაკლებად მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს ან ლიდერებს შორის დაპირისპირება. არ გვაინტერესებს. კი ბატონო, წავიკითხეთ, გავეცანით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა და სტრატეგია გვაქვს. გვინდა, ეს გარუსებული ხელისუფლება დავამარცხოთ და მართლა გამოვგლიჯოთ ამათ ხელისუფლება. დანარჩენი, ამ კინკლაობაში, დაპირისპირებაში არ ვერევით, მათი შიდა საქმეა. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას იტყვის დღეს სააკაშვილი და გვარამია რას უპასუხებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი