კომენტარი
სააკაშვილს სურდა პატრიარქის ადგილას მისთვის სასურველი მემკვიდრე დაეყენებინა - ია მეტრეველი
სააკაშვილს ამ შემთხვევით უნდოდა, ორი კურდღელი დაეჭირა, - განაცხადა მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნულით საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებსა და ე.წ. ციანიდის საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას, რადგან მათი მიზანი ეკლესიის დაკნინება და საზოგადოების რწმენის შერყევაა.
,,ეს არის ძალიან მზაკვრული, შორს მიმავალი გეგმები, რომლებიც ნამდვილად არის მართული და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამ ყველაფერში „ნაციონალური მოძრაობის" კვალს ვხედავ. პირდაპირ ვიტყვი, რომ სააკაშვილის გეგმის ნაწილია. სააკაშვილს ამ შემთხვევით უნდოდა, ორი კურდღელი დაეჭირა. ერთი ის, რომ პატრიარქის ადგილას მისთვის სასურველი მემკვიდრე დაეყენებინა და ასევე მომხდარიყო საზოგადოებაში ეკლესიის დაკნინება და რწმენის შერყევა. მინდა ვუთხრა მას, რომ გეგმა ჩაუვარდა. ნამდვილად ვერ მოახერხა ვერც რწმენის შერყევა, ვერც ეკლესიის დაკნინება.
კარგად გვახსოვს, „ნაციონალურ მოძრაობას" მთელი 9 წლის განმავლობაში როგორ მდგომარეობაში ჰყავდა საპატრიარქო, როგორ აღიზიანებდა სააკაშვილს პატრიარქის ავტორიტეტი. კარგად გვახსოვს, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ვანდალურად დაარბიეს მამა ბასილის ეკლესია.
მინდა, გავიხსენო „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის ამბავი და ვთვლი, რომ ესეც სააკაშვილის გეგმის ნაწილია. სწორედ ისინი დაგვემუქრნენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჯოჯოხეთს მოგვიწყობდნენ და ჩვენს ფეხქვეშ მიწა დაგვეწვებოდა. სწორედ ეს მაძლევს იმის საფუძველს ვიფიქრო, რომ რაც ხდება, „ნაციონალური მოძრაობის" ბრალია. მათ აწყობთ ქვეყანაში არეულობა.
აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი შოთაძეს, რადგან მან აღკვეთა დანაშაული და ქვეყანა გადარჩა საშინელებას. ხალხი არის ერთსულოვანი, ჩვენ გვყავს ბრძენი პატრიარქი და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყვლაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ია მეტრეველმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


