მსოფლიო
სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით შსს, სამიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები უნდა დაკავდნენ - პეტრო პოროშენკო
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, სამიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხარკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება იქნება, როგორც ნებისმიერი პირისადმი, რომელმაც არასარწმუნო მონაცემები წარმოადგინა“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიაში დოკუმენტები წარადგინა, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაფორმებისას წარმოდგენილი იყო არასარწმუნო, ან გაყალბებული ინფორმაცია. შესაბამისად, კომისიას უნდა ემოქმედა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისად.
„ყველა სხვა ნაბიჯი იქნებოდა დანაშაულებრივი. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით“,- განმარტა პოროშენკომ.
მონიკა დავლაინიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


