უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

10 თებერვალი, 2018 12:15
font-size

სააკაშვილის დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა, ესაა სუფთა ინფორმაციული პროვოკაცია - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა უკრაინის სახალხო დეპუტატის, იგორ ლუცენკოსა და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლის, დავით საყვარელიძის ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ სიცრუე უწოდა. შკირიაკის მტკიცებით, სასტუმროში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სპეცნაზმი არ იყო გადაგზავნილი.

„უკრაინის არცერთი სამართალდამცავი ორგანოს არცერთი ქვედანაყოფი იქ [კიევში მდებარე სასტუმრო ფერმონტში] არ იყო და არც იქნებოდა. სააკაშვილის დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ისინი [სააკაშვილის თანამებრძოლეები] ვერ შეძლებენ, წარადგინონ სპეცნაზმ ალფას სასტუმროში ყოფნის ვერც ფოტო, ვერც ვიდეომასალა, იმიტომ რომ ის იქ არ იმყოფებოდა.

ესაა კურჩენოს შეშინებული ვირთხისა და მისი კრიმინალურ-პოლიტიკური გარემოცვის სუფთა ინფორმაციული პროვოკაცია. ოდესღაც სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ ჯამბაზად და აფერისტად, საინფორმაციო ტროლად და პროვოკატორად იქცა. სევდიანია“, - დაწერა შკირიაკმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქმე მხოლოდ უკრაინის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იქნება გადაწყვეტილი.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი