კომენტარი
სააკაშვილი პოლიტიკურად ჩვენს ქვეყანაში აქტუალური აღარ არის - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურად აქტუალური აღარ არის.
სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადირებაზე საუბარისას კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი
სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს.
„ჩვენ რამდენჯერმე ადრეც გავაკეთეთ განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, პოლიტიკურად ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების და სამართლის ნორმების საქმე. ეს არის ურყევი პოზიცია.
ამ შემთხვევაში ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ, ჩართული იქნებიან ქართული უწყებები ამ საკითხის გადაწყვეტაში, კიდევ ერთხელ, მთავარია სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის.
აქ არ არის მნიშვნელოვანი ის, თუ რა გვაწყობს ჩვენ და რა არ გვაწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ზუსტად ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხიც“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


