კომენტარი
სააკაშვილი მშიშარა, მხდალია, ის ნაბიჯსაც არ გადაადგამს თუ ФСБ-თან არ არის შეთანხმებული - ემზარ კვიციანი
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ „მთელი მსოფლიოს სპეცსამსახურები არიან გაერთიანებული ერთი მიზნისთვის, რომ უკრაინა დააქუცმაცონ, ისევე როგორც საქართველოს აქუცმაცებენ“.
ამის შესახებ კვიციანმა პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლის შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ზესახელმწიფოები მართავენ და მისი ამოცანაა უკრაინის დაშლა.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის „გარღვევის“ უკან რუსული ФСБ დგას.
„თქვენ იცით, რომ სააკაშვილი მშიშარა, მხდალი პიროვნებაა. ის ნაბიჯზაც არ გადაადგამს თუ ფსბ-თან არ არის შეთანხმებული. პირველ რიგში გუშინ სააკაშვილს ზურგს უმაგრებდა რუსეთის ფსბ, შემდეგ კი, ზესახელმწიფოები, რომლებიც შეთანხმებული არიან და უკრაინის დაშლა უნდათ“,-აღნიშნა კვიციანმა.
მან ასევე გაიხსენა სააკაშვილის შესვლა კოდორში. მისი თქმით, „მაშინაც უჭერდა მას მხარს გაეროც, მთელი მსოფლიოს სპეცსამსახურები. იგივე მოხდა გუშინ, სამარცხვინო ფაქტი უკრაინისთვის“.
ემზარ კვიციანის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს არ დააკავებენ.
„გამოვრიცხავ რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დააკავონ. მას მხოლოდ მაშინ დააკავებენ, თუ 10-15 კაცი გამოვა და იტყვის სიმართლეს მასზე, მაშინ შეიძლება დააკავონ და გაწირონ რუსებმა, მანამდე არასოდეს მას თითს არ დააკარებენ“,-განმარტა ემზარ კვიციანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


