მსოფლიო
სააკაშვილი დაკავებული იქნება - იური ლუცენკო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხიელ სააკაშვილს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მისვლისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ლუცენკომ უმაღლეს რადაში განაცხადა.
ლუცენკოს თქმით, სააკაშვილზე ძებნაა გამოცხადებული, შესაბამისად, იგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დააკავონ.
„ეს კანონიერი და საჭირო ქმედებაა ნებისმიერი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა და დასძინა, რომ „გაცილებით ეფექტურები შეიძლება ვყოფილიყავით“.
„კანონით უსაფრთხოების სამსახურის იმ 12 თანამშრომელს, რომლებსაც გუშინ სააკაშვილი დაკითხვაზე მიჰყავდათ, კანონით ცეცხლი უნდა გაეხსნათ. მაგრამ, ჩვენ სახელმწიფოზე ვფიქრობთ, უკრაინელების ზურგს უკან ამოფარებული სააკაშვილი კი, მხოლოდ პირად კომფორტზე ფიქრობს. მომავალში გავაგრძელებთ სახელმწიფოზე ზრუნვას, ზოგჯერ, კანონით მინიჭებულ უფლებებსაც არ გამოვიყენებთ.
მაგრამ, სააკაშვილი დაკავებული იქნება. ყველაზე კარგი რისი გაკეთებაც შეუძლია მას, თუკი ის მამაკაცია, თუკი მას ცოტათი მაინც უყვარს უკრაინა, როგორც ამას ამბობს - უნდა მოვიდეს გამომძიებელთან ჩვენების მისაცემად“,-აღნიშნა იური ლუცენკომ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


