კომენტარი
სააკაშვილი ახლა არის კერძო პირი უკრაინაში და ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების განხილვის საგანი- საქართველოში უკრაინის ელჩი
საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და უკრაინის პრემიერებს შორის შეხვედრაზე არ განიხილება.
ამის მიზეზად დოლგოვი იმას ასახელებს, რომ სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში როგორც კერძო პირი იმყოფება, შესაბამისად, მისი საკითხი ოფიციალურ დონეზე არ განიხილება.
ამის შესახებ დოლგოვმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა.
„ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების თემა. მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია ახლა უკრაინაში, ასე რომ, ეს საკითხი ვერ იქნება მაღალი რანგის შეხვედრის თემა. სააკაშვილის შემთხვევა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი არც უკრაინაში და არც საქართველოში. თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, გთხოვთ. მას პირადად დაუსვათ. სააკაშვილი უკრაინაში განაგრძობს ცხოვრებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის პოპულარული და ეს მისგან გამომდინარეობს“,- აღნიშნა ელჩმა.
საქართველოში ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით უკრაინის პრემიერი ვოლოდიმირ გროისმანი იმყოფება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


