კომენტარი
რუსული მხარე თავს ვერ აარიდებს ვერანაირად პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით - ზურაბ აბაშიძე
რუსეთი ცდილობს გაემიჯნოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, - ასე ეხმაურება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
მისი თქმით, მცდელობის მიუხედავად რუსული მხარე არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.
„რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს, გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი და ოჯახისთავის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა.
რუსეთის მხარე თავს ვერ აარიდებს ვერანაირად პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მან უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყოს ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა ოჯახისათვის,“- აცხადებს ზურაბ აბაშიძე რუსთავი 2-თან საუბარში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


