კომენტარი
რუსთავი2-თან დაკავშირებით გაშიფრულია აბსოლუტურად ყველანაირი სქემა - ჯარჯი აქიმიძე
ტელეკომპანია რუსთავი2-ის ერთ- ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მეორე ხარისხოვანია დარჩება თუ გადადგება ნიკა გვარმია თანამდებობიდან.
როგორც აქიმიძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, ფაქტი არის ის, რომ რუსთავი2 პოლიტიკურ ბრძოლებსა და ინტრიგებს შეეწირა.
„ნიკა გვარამის გადადგომა, ამ შემთხვეაში, აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანია, იმიტომ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნიკა გვარამია გადადგება, სხვა მოვა, ნაყოფია იქნება თუ ვინ იქნება. ფაქტი და რეალობა არის ერთი - პოლიტიკურ ბრძოლებს და ინტრიგებს ნაციონალურ მოძრაობასა და ხელისუფლებასთან შეეწირა და ეწირება რუსთავი2, მთელი თავისი ისტორიით, მთელი თავისი განვითარებით, იმ ხალხით, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებდა“,-განაცხადა აქიმიძემ.
მისი თქმით, ამ დაპირისპირებაში ვინ ვის მოერევა, ან ვინ ვის გაურიგდება უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ძველი რუსთავი2, რომელიც ხალხს უყვარდა, აღარ არსებობს.
„მე არ ვიცი იქ ვინ ვის მოერევა, ვინ ვის გაურიგდება და რა თამაშის წესებზე ისაუბრებენ. ფაქტი არის ის, რომ ის რუსთავი2, რომელიც ხალხს ასე უყვარდა წლების წინ, ის რუსთავი2 დღეს აღარ არის. დღეს ამ საქმის მიხედვით, ყველაფერი არის უმარტივესი, თეთრი შავზეა, გაშიფრულია აბსოლუტურად ყველანაირი სქემა, როგორ მოხდა რუსთავი2-ის წაღება, როგორ მოხდა შემდგომში მისი მართვა, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში“,-აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


