კომენტარი
რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება არის რეალურად ძალიან საფრთხილო - გიორგი აბაშიშივილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების, რომლის თანახმად, რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეჩერდა.
აბაშიშვილის განცხადებით, ევროპამ საქართველო რუსთავი2-ის დამსახურებით კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად.
“გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო. რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ევროპა ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ერთად ევროპაში.
ახლა მთავარი არის ის, რომ საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის. საქართველომ დაიჯეროს - ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რა რისკის წინაშეც ჩვენ ვართ.
როგორც დღეს აღვნიშნე, ეს არის ძალიან წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ ვუახლოვდებით და რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება არის რეალურად ძალიან საფრთხილო. ეს არის ძალიან საფრთხილო პრეცედენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საქართველოს დემოკრატიულობას და საქართველოს ევროპულ არჩევანს. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპამ საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ისევ რუსთავი2-ის დამსახურებით,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


