კომენტარი
რუსმა ტურისტებმა საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“უნდა გაითვალისწინონ - ზურაბ აბაშიძე
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსმა ტურისტებმა საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინონ.
ამის შესახებ აბაშიძემ რუსეთის როსტურიზმის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებიასს განაცხადა.
„უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას, ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტისათვის, რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშული კომენტარის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოგზაურობისას, რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა გართულებები ამ კუთხით“,-აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში აპირებს გამგზავრებას, აფრთხილებს, რომ საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მოქმედებს, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სტუმრობის გამო, ადამიანს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებობას აკისრებს.
სააგენტოს ინფორმაციითვე, რუსმა ტურისტებმა უნდა მიაქციონ ყურადღება იმ ფაქტს, რომ საქართველოში გამგზავრებისას მათ თან სამედიცინო დაზღვევა უნდა იქონიონ, რადგან საქართველოში სამედიცინო მომსახურება ძვირია.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


