კომენტარი
რუსეთთან ურთიერთობა დღესდღეობით ყველა ქვეყანას უჭირს - ზურაბ აბაშიძე
ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ოკუპაციის გამოწვევებს ეფექტური პოლიტიკა დაუპირისპიროს.
„რუსეთთან ურთიერთობა დღესდღეობით ყველა ქვეყანას უჭირს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემა აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად, მაგრამ ამავე დროს, პრინციპულად უნდა გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა და დავიცვათ ჩვენი პრინციპები.
ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. „ცივი ომის" დროს რა ხდებოდა, ახსოვს ჩემი თაობის ხალხს. მაშინ ასეთი სარისკო ვითარება არ იყო მსოფლიოში, იყო რაღაც კრიტიკული მომენტები, მაგრამ რაღაც თამაშის წესები მაინც არსებობდა.
დღევანდელ მსოფლიოში თითქმის მოშლილია, საერთაშორისო სამართალი, წესრიგი. ნახეთ რა ხდება ევროპაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიაში. ძალიან ტურბულენტურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავუფრთხილდეთ სტაბილურობას ქვეყანაში, რეგიონში.
ეს არის ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა, მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ, სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ვიქნებით ამ ტურბულენტურ ვითარებაში",- განაცხადა აბაშიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


