კომენტარი
რუსეთთან მიმართებაში სიმწვავის შერბილება არ ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას - გუგული მაღრაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან იყო რჩევა, რომ საქართველოს მოეხერხებინა და „რაღაცნაირად შეერბილებინა რუსეთთან მიმართებაში არსებული სიმწვავე“.
ამასთან, როგორც მაღრაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „სიმწვავის შერბილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოდესმე უარს ვიტყვით ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე“.
„ეს სიმწვავე ოდნავ შერბილდა, თუმცა ამან უსაფრთხოების მეტი გარანტია, რა თქმა უნდა, არ მოგვცა. რუსეთი რჩება ერთ-ერთ მთავარ აგრესიულ მეზობლად, რადგან მას აქვს გარკვეული აგრესიული ზრახვები საქართველოსთან მიმართებაში. მე მომიწია ნაციონალური მოძრაობისთვის შემეხსენებინა, რომ ის პანიკური უარყოფითი რიტორიკა, რომელიც რუსეთის მიმართ იყო, არანაირი სარგებელი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალქეებისთვის არ მოუტანია. პირიქით, კიდევ უფრო მეტად გაამწვავა ურთიერთობა. სწორედ ასეთ დროს, არა „გულის მოსაფხანად“ , ან რაიმე რიტორიკით, საკითხის გამწვავება არასწორია. საქმიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, რათა ეს კონფლიქტი უარყოფითად არ ასიახოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე ძალისმიერი მეთოდით შეიძლება ამ კონფლიქტის მოგვარება. რუსეთი ცდილობს გააფართოვოს თავისი გავლენა და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი, იმისთვის, რომ რუსთმა ეს იგრძნოს“,-განაცხადა მაღრაძემ.
მონიკა დავლაინიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


